Friday, December 10, 2010

ინფლაცია მომავალი წლიდან შემცირდება

ინფლაცია მომავალი წლიდან შემცირდება
რადიო "კომერსანტი", FM 95,5 
საქართველოში ინფლაციის შემცირებას მომავალი წლისთვის ვარაუდობენ. 2008 წლის შემდეგ ინფლაცია საქართველოში პირველად ორნიშნა რიცხვს შეადგენს და 10,5 პროცენტია. ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას 2011 წლის I-II კვარტლებში პროგნოზირებს.
ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ I კვარტლის ბოლოს ინფლაცია 9.8%-მდე შემცირდება, ხოლო II კვარტლის ბოლოსთვის 8.4%-მდე. მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი, როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი 10.6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.
ბანკის განმარტებით, ინფლაციის დინამიკას ძირითადად სურსათზე ფასები განსაზღვრავს. „საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებამ საქართველოში ძირითად სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია. სურსათის გაძვირება მომდევნო თვეებში მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას განაპირობებს. თუმცა რადგან სურსათზე ფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორით არის გამოწვეული, მოსალოდნელია, რომ ერთი წლის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება,"-ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

No comments:

Post a Comment