კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა |
![]() GHN საერთაშორისო ორგანიზაცია "Transparency International "- ის კვლევის მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დონის მიხედვით საქართველო წელს პირველ ადგილზეა. კვლევის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" შედეგებით, საქართველოში კორუფცია 3 %-მდეა შემცირებული, მაშინ როცა რუსეთში ეს მაჩვენებელი 26 %, უკრაინაში 34 %, ბელორუსში 27 %, მოლდოვაში 37 %, სომხეთში 22 %, აზერბაიჯანში კი 47 %-ია. კვლევის ფარგლებში მსოფლიოს 86 ქვეყნის 91 ათასი ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა 32 % -მა აღიარა, რომ წელს ქრთამი გადაიხადა. |
No comments:
Post a Comment