Tuesday, December 21, 2010

იწყება თუ არა მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთების შემცირება?

მიკროსაფინანსო სექტორში გამძაფრებული კონკურენცია საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზეზი ხდება. 2010 წელს ამ ბაზარზე შვიდი ახალი მოთამაშე გამოჩნდა და ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე „კრისტალი“ 2011 წლიდან საპროცენტო განაკვეთების 3%–ით შემცირებას აპირებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მომავალ წელს ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს. დღეისთვის „კრისტალს“ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 21–დან 36 პროცენტამდეა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მათ შემთხვევაში კრიზისი დაძლეულია და 2011 წელს ისეთ რაიონებში შესვლას შეეცდებიან, სადაც საბანკო სექტორი დიდი მასშტაბით არ არის წარმოდგენილი.
“კრისტალისგან” განსხვავებით “მიკრო კრედიტი” განაკვეთების შემცირებას არ გეგმავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის გამძაფრებულ კონკურეციაზე საუბარი ნაადრევია და ამ ეტაპზე არც განაკვეთების შემცირებაა მოსალონდელი. “მიკრო კრედიტის” გენერალური დირექტორი განაკვეთების შემცირების ტენდენციას 2011 წლის ბოლოდან ვარაუდობს. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში ბანკებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქცია შეითავსეს, სალომბარდე და ოქროთი უზრუნველყოფით სესხების გაცემა დაიწყეს, რამაც განაკვეთების აწევასაც  კი შეუწყო ხელი.
რადიო "კომერსანტი", FM 95,5

No comments:

Post a Comment