Wednesday, December 8, 2010

საქართველოში რუსეთის ომის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა

Bloomberg
საქართველოში რუსეთის ომის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა

საქართველოში ორნიშნა ინფლაციის დაფიქსირება გავლენიანი საერთაშორისო მედია-საშუალების Bloomberg-ის ერთ-ერთი თემა ხდება. სააგენტოს ინფორმაციით, ეს რუსეთის ომის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი მონაცემია.
გამოცემასთან ინტერვიუში „ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის“ ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ვერ ხედავს გზებს, რითაც შეიძლება ეს მონაცემი შემცირდეს. მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება და საქართველოში არსებული საბაზრო პირობები ინფლაციის ზრდას განაპირობებს.

No comments:

Post a Comment