Thursday, December 23, 2010

შემოუერთდი კამპანიას, დააLike & დააshare! გაიყიდოს ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობა და აშენდეს ახალი თანამედროვე - პარლამენტის და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე!

გაიყიდოს ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობა და აშენდეს ახალი თანამედროვე - პარლამენტის და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე!
სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია

         ქუთაისის ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ქვეყნის -მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირდაპირ ინვესტიციებზე. მიუხედავად იმისა რომ ქალაქში ინვესტიციების დინამიკა პოზიტიურია, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებულ მოთხოვნებიდან გამომდინარე ტემპის შენარჩუნება და ზრდა საჭიროებს  რადიკალურ ნაბიჯებს. სახელმწიფო ქონების სწრაფი და ეფექტური პრივატიზაცია კი ადგილობრივი ეკონომიკის ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომელიც ქუთაისის შემთხვევაში აშკარად საჭიროებს აქტიურ  პრომოუშენს.   
         გამომდინარე აღნიშნულიდან მიგვაჩნია, რომ ქუთაისის  თვითმმართველობის (მერიის) შენობის პრივატიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის საინვესტიციო გარემოს პრომოუშენს და ინვესტიციების  ზრდას. ამასთანავე შენობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოიძებნოს ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი რომელიც გარდა იმისა რომ შეიძენს შენობას, ასევე შეძლებს თვითმმართველობას აუშენოს თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტური შენობა.  ახალი შენობის განთავსება კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის და კონტროლის პალატის ახალი შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.


სურათებზე თბილისის მერიის (მარცხნივ) ახალი და ქუთაისის მერიის (მარჯვნივ)შენობა

No comments:

Post a Comment