Friday, December 24, 2010

თურქეთი ეკონომიკურ აღმავლობას განიცდის... მაშინ, როცა ევროპის ქვეყნების უმრავლესობას ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება უჭირთ




როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, თურქეთის ეკონომიკამ ეკონომიკური კრიზისი სწრაფად გადაიტანა და მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10,3 პროცენტს მიაღწია, რითაც თურქეთი ჩინეთს მიუახლოვდა და დიდ ოცეულში ერთ-ერთი ყველაზე სრწაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა. მაგრამ როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, თურქეთის ეკონომიკური აღმავლობის პროცესი, ახლო მომავალში შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
აიდინლარის სამშენებლო კომპანიის ერთერთ ქარხანაში მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. კომპანია მსხვილ სამშენებლო პროექტებზე მუშაობს და სამშენებლო მასალებს, ტურბინებსა და ტუმბოებს აწარმოებს.
კომპანიის ერთერთი აღმასრულებელი პირი ომერ აიდინლარი აღნიშნავს, რომ წარმატებული კომერციული საქმიანობა, უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თურქეთის მზარდი ეკონომიკური კავშირებით.
„ჩვენთვის ახლო აღმოსავლეთი ძალიან მნიშვნელოვანია. იქ დიდი ცვლილებები შეინიშნება. მაგალითად, გაერთიანებული არაბული საემიროებიდან თურქეთში სულ უფრო მეტი ხალხი შემოდის. ამას გარდა, თურქეთში კანონმდებლობა და გარემო სწრაფად იცვლება და შედეგად ქვეყანაში ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი შემოდის.ვითარდება კავშირები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წარმომადგენლებთან
"რასაკვირველია, როცა უცხოელები თურქეთში შემოდიან და აქ ერთობლივ კომპანიებს ქმნიან, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქი ინვესტორები და ბიზნესმენები შემდეგ უკან დაბრუნდებიან“ - აღნიშნა ომერ აიდინლარმა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქეთის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირების განმტკიცებისაკენ მიმართული პოლიტიკა, ერთერთ   ბერკეტს წარმოადგენს, რისი მეოხებითაც ანკარა ევროპის ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. მაგრამ თურქეთის ყურადღებას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი იპყრობს.
ამ სატელევიზიო განცხადების ავტორია თურქული კომერციული კონფედერაცია "მუსიადი", რომელიც აფრიკაში ბაზრების ათვისებას ცდილობს. "მუსიადის" ყოფილი ხელმძღვანელი ომერ ბოლატი აღნიშნავს, რომ თურქეთმა გლობალური ეკონომიკური კრიზისი წარმატებულად დასძლია იმის გამო, რომ ქვეყნის კომერციული საქმიანობა უცხოეთის სხვადასხვა სამიზნე ბაზრების ათვისებისკენ იყო მიმართული.
„თურქეთი ევრაზიული ბაზრების, ახლო აღმოსავლეთის სპარსეთის ყურის ქვეყნების, აფრიკის სახელმწიფოების და განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ბაზრების ათვისებას ცდილობს “ - აღნიშნა ომერ ბოლატმა.
ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, თურქეთი ახლა დივიდენდებს ღებულობს, რაც ექსპორტზე გაგზავნილი პროდუქციის რეკორდულ ზრდაში გამოიხატება.
"თურქეთის ეკონომიკური აღმავლობის ჩქარი ტემპი ქვეყნის ფინანსური სექტორის სიმტკიცესაც უკავშირდება" - აღნიშნავს თურქული სავაჭრო სახლის "Global Securities"-ის მთავარი ეკონომისტი ემრე იგიტი:
„ჩვენ 2001 და 2002 წლების კრიზისის გაკვეთილები კარგად შევისწავლეთ. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენმა საბანკო სექტორმა პატარა კრიზისი განიცადა, რომლის მოგვარებას მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის 30-35 პროცენტი დასჭირდა “- აღნიშნა თურქმა ეკონომისტმა.
საბანკო სექტორის კრიზისის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთს გარკვეული ზომების მიღება ურჩია, რის შედეგადაც თურქული საბანკო სექტორი ამჟამად მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ეფექტურად ითვლება. დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის თურქეთის მოსახლეობის პირადი დავალიანების დონე ყველაზე დაბალია და თურქეთის მთავრობამ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც შეძლო.
იგიტი შიშობს, რომ ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკას ახლო მომავალში გარკვეული საფრთხეები ემუქრება.
„თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროპელ სავაჭრო პარტნიორებს წელს ხუთჯერ ან ათჯერ ვუსწრებთ, იმას ნიშნავს, რომ  საგადამხდელო ბალანსში დეფიციტი დაფიქსირდა, რომელიც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ მსოფლიოში ჩვენ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დონით მესამე ან მეოთხე ადგილზე გავალთ. ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი ამგვარი ტრაექტორიის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება “ - დასძინა იგიტმა.
ანალიტიკოსები ამ მოსაზრებას იზიარებენ. შთამბეჭდავი ეკონომიკური გამოცოცხლების ფონზე თურქეთის ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტსა და შიდა მოხმარებაზე პოტენციურად საშიშ მდგომარეობას ქმნის, როცა გადასახადების ბალანსის დეფიციტის შევსება სპეკულაციური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რის გამოც თურქეთის ეკონომიკურ სასწაულს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება


საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება


თუ საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძლებს, ის იზოლაციაში მოექცევა. ასეთი აზრი გამოთქვა შვეიცარია-რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გი მეთანმა. ევროკავშირის და რუსეთის ბოლო მოლაპარაკების შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ახალი თარიღი - 2011 წლის გაზაფხული დასახელდა.   მთავარ წინაღობად კვლავ რჩება საქართველოს პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი თბილისის დაყენებულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, საქართველო ვეტოს  გამოყენებით იმუქრება, ჟენევაში გამომავალ გაზეთ „ლა ტემპსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ცნობილი შვეიცარიელი პოლიტიკოსი გი მეთანი ამასთან დაკავშირებით ამბობს
ციტატა  „შედეგი დადგება ევროპელების და ამერიკელების შესაძლებლობით აიძულონ თბილისი გონების ხმას ყური დაუგდოს. კონფლიქტი მთლიანად იურიდიულ სიბრტყეში გადავიდა და იმის ალბათობა, რომ ის, იქ ჩარჩება დიდია. ვინაიდან, შედეგი მთლიანად პრეზიდენტ სააკაშვილის სიჯიუტეზეა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროპამ მხარი დაუჭირეს რუსეთის კანდიდატურას, სააკაშვილი რისკავს სულ უფრო მზარდ იზოლაციაში მოექცეს. დასავლური კომპანიების დაინტერესება ივაჭრონ რუსეთთან მრავალჯერ აღემატება ინტერესს, ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერთობ არაერთმნიშვნელოვან რეჟიმს.“ ციტატის დასასრული
საქართველოს მთავარი მოთხოვნაა მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, არსებული საბაჟოები ქართული სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მოექცნენ. ამ მოთხოვნას კრემლში არასერიოზულად მიიჩნევენ, ვინაიდან მათთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე დამოუკიდებელი ქვეყნებია. მეგობარი ქვეყნები, მათ შორის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, თბილისს სთავაზობენ, მოხსნას პირველი მოთხოვნა და აქცენტი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე გააკეთოს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს
„თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს მოთხოვნა შეიძლება გახდეს საქართველოს ტერირორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის ბერკეტი, ეს არის უბრალოდ არაკომპეტენტური, არაპროფესიული მიდგომა. მე სავსებით ვიზიარებ, ამერიკელების ამ მიმართულებას, რომ საქართველოს თანხმობა ქართული პროდუქციის რუსული ბაზრის გახსნაში გაიცვალოს. ეს არის ადეკვატური ფასი ამ ვითარებაში. საქართველოს გაჯიუტებას მოჰყვება ერთადერთი რაღაც, მაინც აიძულებენ საქართველოს რომ ეს ნაბიჯი გადადგას და საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ ამ ყველაფრიდან არაფერი არ მივიღოთ. შეიძლება ის საფასური, რაც შეიძლება ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო სხვამ მიიღოს და იმ სხვამ გვაიძულოს რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ.“
2006 წლამდე რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა შემდეგ, მოსკოვმა ტოტალურად აკრძალა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა. ეკონომიკური ემბარგო დღემდე ძალაშია. ნაწილი ექსპერტებისა ფიქრობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში  რუსეთის მხარდაჭერა ამ პრობლემას ავტომატურად მოხსნის. ნაწილი ამბობს რომ რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ერთიანი საბაჟო კავშირის შექმნის შემდეგ, ქართული პროდუქცია იქ ისედაც შევა. ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი კი შიშობს, რომ მოსკოვმა შეიძლება გაწევრიანების შემდეგაც გააგრძელოს უკვე ფარული ემბარგოს პოლიტიკა, შემოიღოს ისეთი შიდა სტანდარტები, რომლებიც ქართული იმპორტისთვის მიუწვდომელი ან ეკონომიკურად მიუღებელი იქნება. კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი დავით ნარმანია კერძოდ ამბობს
„გარკვეული სიფრთხილე არის საჭირო რუსეთთან მიმართებაში. მართალია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დაავალდებულებს რუსეთს ცივილურად ივაჭროს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც, მაგრამ, კვლავ შესაძლებელია, პოლიტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რუსეთმა დაუყენოს საქართველოს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული იგივე პრობლემატური საკითხები, რაც თავის დროზე, ქართულ ღვონოზე ემბარგოს შემორების დროს დაუყენა. ასე, რომ მსო-ში გაწევრიანების შემდეგაც, რუსეთისგან გარკვეული უკანონო და უსამართლო ქმედებების გამორიცხვა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ძალიან მკაცრი სანქციები არა აქვს. ჩემი აზრით, რუსეთმა თუ რაიმე დაარღვია, მსო ისეთ მკაცრ სანქციებს არ მიიღებს, როგორსაც დავუშვათ, სხვა შედარებით პატარა ქვეყნის მიერ სავაჭრო კანონმდებლობის და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.“
7 დეკემბერს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს. ბრიუსელში გაფორმებულ მემორანდუმს ისტორიული უწოდა, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთი ელის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ყოველწლიურად - 20 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი ექნება. სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების კათედრის დოცენტის დიმიტრი ლანკოს აზრით, საქართველოს პრობლემა თავისთავად მოგვარდება
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსი სტუდენტები საქართველოში სასწავლებლად მიიპატიჟა;  მიიწვია რუსი ტურისტები რომ ჩავიდნენ და საქართველოში დაისვენონ; რუს ბიზნესმენეს შესთავაზე ინვესტირება განახორციელონ და განავითარო ბიზნესი საქართველოში. ასე, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ამ ფრონტზეც, ქართულ ფრონტზე, ასევე მიდის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება. რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია, ძალიან მალე,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გზაზე საქართველო ბარიერი აღარ იყოს.“
საქართველოს ხელისუფლებაში დღემდე აცხადებენ, რომ არანაირი კულუარული პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთთან არ მიდის და მთავარ მოთხოვნად კვლავაც ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული უკანონო საბაჟოების ლეგალიზება რჩება. რა დათმობაზე წავა ქართული მხარე და როგორ განვითრდება მოვლენები, ეს ნათლად 2011 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცედურა დაიწყება.
http://www.voanews.com/georgian/news/wto-russia--112320714.html

Thursday, December 23, 2010

შემოუერთდი კამპანიას, დააLike & დააshare! გაიყიდოს ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობა და აშენდეს ახალი თანამედროვე - პარლამენტის და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე!

გაიყიდოს ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობა და აშენდეს ახალი თანამედროვე - პარლამენტის და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე!
სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია

         ქუთაისის ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ქვეყნის -მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირდაპირ ინვესტიციებზე. მიუხედავად იმისა რომ ქალაქში ინვესტიციების დინამიკა პოზიტიურია, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებულ მოთხოვნებიდან გამომდინარე ტემპის შენარჩუნება და ზრდა საჭიროებს  რადიკალურ ნაბიჯებს. სახელმწიფო ქონების სწრაფი და ეფექტური პრივატიზაცია კი ადგილობრივი ეკონომიკის ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომელიც ქუთაისის შემთხვევაში აშკარად საჭიროებს აქტიურ  პრომოუშენს.   
         გამომდინარე აღნიშნულიდან მიგვაჩნია, რომ ქუთაისის  თვითმმართველობის (მერიის) შენობის პრივატიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის საინვესტიციო გარემოს პრომოუშენს და ინვესტიციების  ზრდას. ამასთანავე შენობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოიძებნოს ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი რომელიც გარდა იმისა რომ შეიძენს შენობას, ასევე შეძლებს თვითმმართველობას აუშენოს თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტური შენობა.  ახალი შენობის განთავსება კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის და კონტროლის პალატის ახალი შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.


სურათებზე თბილისის მერიის (მარცხნივ) ახალი და ქუთაისის მერიის (მარჯვნივ)შენობა

Wednesday, December 22, 2010

საარსებო მინიმუმი 149,5 ლარი გახდა და წლის დასაწყისიდან 16,7 %-ით გაიზარდა

საარსებო მინიმუმი
2010 წელი
I
II
III
IV
VVIVIIVIIIIXXXIXII
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი (ლარი)128.0125.8125.5127.4128.9128.6128.4134.0140.9145.5149.5...




               http://geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo

Tuesday, December 21, 2010

რომელი კომპანიის პროექტით შენდება ქუთაისში პარლამენტი - იხილეთ კომპანიის ვებ გვერდი

იხილეთ კომპანიის ვებ გვერდი  : http://www.cmdingenieros.com/06_noticias_en.php

იწყება თუ არა მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთების შემცირება?

მიკროსაფინანსო სექტორში გამძაფრებული კონკურენცია საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზეზი ხდება. 2010 წელს ამ ბაზარზე შვიდი ახალი მოთამაშე გამოჩნდა და ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე „კრისტალი“ 2011 წლიდან საპროცენტო განაკვეთების 3%–ით შემცირებას აპირებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მომავალ წელს ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს. დღეისთვის „კრისტალს“ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 21–დან 36 პროცენტამდეა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მათ შემთხვევაში კრიზისი დაძლეულია და 2011 წელს ისეთ რაიონებში შესვლას შეეცდებიან, სადაც საბანკო სექტორი დიდი მასშტაბით არ არის წარმოდგენილი.
“კრისტალისგან” განსხვავებით “მიკრო კრედიტი” განაკვეთების შემცირებას არ გეგმავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის გამძაფრებულ კონკურეციაზე საუბარი ნაადრევია და ამ ეტაპზე არც განაკვეთების შემცირებაა მოსალონდელი. “მიკრო კრედიტის” გენერალური დირექტორი განაკვეთების შემცირების ტენდენციას 2011 წლის ბოლოდან ვარაუდობს. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში ბანკებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქცია შეითავსეს, სალომბარდე და ოქროთი უზრუნველყოფით სესხების გაცემა დაიწყეს, რამაც განაკვეთების აწევასაც  კი შეუწყო ხელი.
რადიო "კომერსანტი", FM 95,5

Friday, December 10, 2010

ინფლაცია მომავალი წლიდან შემცირდება

ინფლაცია მომავალი წლიდან შემცირდება
რადიო "კომერსანტი", FM 95,5 
საქართველოში ინფლაციის შემცირებას მომავალი წლისთვის ვარაუდობენ. 2008 წლის შემდეგ ინფლაცია საქართველოში პირველად ორნიშნა რიცხვს შეადგენს და 10,5 პროცენტია. ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას 2011 წლის I-II კვარტლებში პროგნოზირებს.
ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ I კვარტლის ბოლოს ინფლაცია 9.8%-მდე შემცირდება, ხოლო II კვარტლის ბოლოსთვის 8.4%-მდე. მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი, როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი 10.6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.
ბანკის განმარტებით, ინფლაციის დინამიკას ძირითადად სურსათზე ფასები განსაზღვრავს. „საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებამ საქართველოში ძირითად სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია. სურსათის გაძვირება მომდევნო თვეებში მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას განაპირობებს. თუმცა რადგან სურსათზე ფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორით არის გამოწვეული, მოსალოდნელია, რომ ერთი წლის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება,"-ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა
GHN 
საერთაშორისო ორგანიზაცია "Transparency International "- ის კვლევის მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დონის მიხედვით საქართველო წელს პირველ ადგილზეა.
კვლევის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" შედეგებით, საქართველოში კორუფცია 3 %-მდეა შემცირებული, მაშინ როცა რუსეთში ეს მაჩვენებელი 26 %, უკრაინაში 34 %, ბელორუსში 27 %, მოლდოვაში 37 %, სომხეთში 22 %, აზერბაიჯანში კი 47 %-ია.
კვლევის ფარგლებში მსოფლიოს 86 ქვეყნის 91 ათასი ადამიანი გამოიკითხა.
გამოკითხულთა 32 % -მა აღიარა, რომ წელს ქრთამი გადაიხადა.

Thursday, December 9, 2010

საქართველო კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში 93 ადგილზეა - World Economic Forum

საქართველომ 2009 წელს 250 000 ბაყაყის ტრანსპორტირება (ექსპორტი) განახორციელა და 2010 -ში უფრო მეტი იგეგმება - The Economist





Georgia cannot live on frog exports alone
Nov 18th 2010, 14:40 by G.E. | TBILISI
ORTHODOX Christian Georgians are remarkably observant; and the Good Shepherd is an important Christian parable. Yet these days, good Georgian shepherds are giving thanks to Islam, with the Hajj ending on 18th November. Over the last three years, Georgia has found a new outlet exporting livestock to meet Muslim demand for ritual slaughter of sheep. Livestock is now Georgia’s ninth biggest export, above wine.

Last year, Georgia added an even more unlikely product to its export portfolio: frogs. With the bird-flu epidemic apparently pushing up international demand for frog meat, for some reason, over 250,000 Georgian frogs were transported to France in 2009; this year the figure should be far greater. 

But although diversifying exports is a good thing, Georgia will not make much of a dent in its substantial trade deficit while it continues to import the most basic foodstuffs, such as fresh milk; Georgian brands sell milk reconstituted from powder. 

Georgia’s recent economic history is one of extremes. Under communism, Georgian industry and agriculture supplied much of the Soviet Union. But the Soviet collapse brought catastrophe. In 1991, almost half a million Georgians worked in industry; by 2004, less than 100,000 did. Scrap metal from defunct industries became, and remains, one of the country’s most important exports. The collapse of the country’s agricultural sector (tea, meat, citrus, fruit and agro-processing) was the most severe in the former Soviet Union. As a result, in 2004 Georgian GDP stood at a mere 45% of its 1989 level.

This prompted the new government, under Mikhail Saakashvili, to embark on an ultra-liberal deregulation and anti-corruption drive. The results were spectacular: annual growth hit double-digit figures in 2006 and 2007, fuelled by high levels of foreign direct investment and strong credit growth. But neither credit nor FDI went to the export sector in any meaningful amount; construction, real estate, and other non-tradable sectors proved more profitable. 

In 2008, two shocks hit the economy in rapid succession: the war with Russia, in August, and the global financial crisis. Foreign investors fled, leaving the economy to contract by 7% in 2009. Things are now looking brighter. According to the IMF, GDP will grow by 4.5% in 2010; the budget deficit, which reached 9.2% of GDP in 2009, has fallen to around 6.3%. But with a major Eurobond repayment due in 2013, the priority is to reduce the current account deficit, which stands at 12.6% of GDP, and to generate foreign exchange. 

This is a daunting task. Foreign aid (some $4.5 billion was pledged in October 2008 after the war with Russia) will inevitably fall over time, leaving a hole in the balance of payments. Other mitigating elements, such as remittances from the Georgian diaspora, should remain, though subject to the fluctuations of the global economy. The real challenge for the government is closing the country’s huge imbalance between imports and exports. 

The government is placing its hopes in FDI, which in 2009 dropped to a third of its 2007 highs. That may be overly optimistic: in 2010, FDI into Georgia has been more of a trickle than a flow. Rather than putting all their eggs in one basket, there is much more officials could do. Greater focus on Georgia’s domestic private sector’s investments could reap dividends. More energetic export promotion would help too. 

Georgian officials are used to praise for their management of the economy: the World Bank’s "Ease of Doing Business" league table puts Georgia in 12th place. But they would do well to pay attention to international competitiveness rankings too. In the World Economic Forum’s 2010  Global Competitiveness Report [PDF]—a much broader measure than the World Bank's—Georgia comes 93rd out of 139 countries. Improving protection of property rights and of minority shareholders’ interests, and boosting the higher education and training of the Georgian workforce are just a few needed changes; there are many more. 

The way in which Georgia turned its economy around since 2004 has been remarkable. But consolidating that position will require much more work.  

Wednesday, December 8, 2010

საქართველოში რუსეთის ომის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა

Bloomberg
საქართველოში რუსეთის ომის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა

საქართველოში ორნიშნა ინფლაციის დაფიქსირება გავლენიანი საერთაშორისო მედია-საშუალების Bloomberg-ის ერთ-ერთი თემა ხდება. სააგენტოს ინფორმაციით, ეს რუსეთის ომის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი მონაცემია.
გამოცემასთან ინტერვიუში „ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის“ ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ვერ ხედავს გზებს, რითაც შეიძლება ეს მონაცემი შემცირდეს. მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება და საქართველოში არსებული საბაზრო პირობები ინფლაციის ზრდას განაპირობებს.

გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 61-ე ადგილზეა - საქართველომ წინ სამი საფეხურით წაიწია

გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 61-ე ადგილზეა
გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. ყოველწლიურ რეიტინგი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერაა შედგენილი, რომელშიც საქართველომ წინ სამი საფეხურით წაიწია. რეიტინგის ავტორები მსოფლიოს 183 ეკონომიკაში როგორც გადასახადების სიმარტივეს, ასევე ადმინისტრაციულ ნაწილს იკვლევენ.
დგინდება, როგორ შეიცვალა საგადასახადო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებში, რამდენი დღე სჭირდება საშუალოდ ერთ კომპანიას გადასახადების გადახდისთვის. რეიტინგის ლიდერი მალდივია, ხოლო ბოლო ადგილს ბელორუსი იკავებს.
საქართველოს მეზობელი სომხეთი 159-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 103-ზე, უკრაინა 181-ზე, რუსეთი კი 106 ადგილს იკავებს. საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაც მოხვდა, სადაც საგადასახადო ტვირთი მსუბუქია.