![]() "არის ბიუროკრატიული ბარიერები და შეფარვით მოტყუების შემთხვევები" რადიო "კომერსანტი", FM 95,5 საბანკო პროდუქტების მოხმარების გასააქტიურებლად ბანკებმა პროდუქტი უნდა გააუმჯობესონ და მომსახურების ხარისხი აამაღლონ. ამ განცხადებას ბანკ „რესპუბლიკას“ ახალი გენერალური დირექტორი აკეთებს. კრისტიან კარმანიოლის განმარტებით, „სოსიეტე ჟენერალს 2015 წელს ამბიციური გეგმები აქვს “გახდეს ყველაზე სასურველი ბანკი ბაზარზე” და ეს გეგმები „რესპუბლიკასაც“ ეხება. კარმანიოლის განცხადებით, ბანკის სტრატეგიაა იყოს რჩეული ბანკი, რომელსაც კლიენტები ყველაზე მეტად აფასებენ. ამისთვის, დაიხვეწება ბანკის მომსახურება, დაინერგება ინოვაციური პროდუქტები. კარმანოილი ამბობს, რომ ეს მოითხოვს თუმცა ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია და კლიენტები ცვლილებებს ნაბიჯ-ნაბიჯ იგრძნობენ. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში კი ქართულ საბანკო სექტორში მომსახურების დაბალ დონეზე საუბრობენ. ცენტრის ექსპერტი დავით ნარმანია ამბობს, რომ ქართული ბანკების ნაწილში მომსახურება დასახვეწია, ხშირია რიგები, გაურკვეველი სიტუაციები და მომხმარებელთა არასწორი ინფორმირებულობის შემთხვევები. მისი განცხადებით, არსებობს გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები და დგას დაბალი დონის კადრების კვალიფიკაციის საკითხი. ნარმანია მომხმარებლის შეფარვით მოტყუების შემთხვევებზეც საუბრობს. |
Thursday, January 13, 2011
რას უწუნებენ ექსპერტები ქართული ბანკების მომსახურებას?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment