![]() commersant.ge კომპანია ,,ჯიბე’’-მ „ქეშ & ქერის“ ქსელი გააფართოვა და 2011 წლის დასაწყისში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი ქუთაისში გახსნა. ,,ჯიბე’’- ში პროდუქციის სრული ასორტიმენტის რეალიზაცია საბითუმო ფასებში ხორციელდება. კომპანია ,,ჯიბე’’-სთვის ქუთაისის სავაჭრო ცენტრი რიგით მეორე ობიექტია, რომელიც „ქეშ & ქერი’’-ს კონცეფციაზეა აგებული. პირველი ასეთი სავაჭრო ცენტრი ზუგდიდში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მას უკვე ათასამდე მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ,,ჯიბე ქეშ& ქერი’’- პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მხოლოდ იურიდიული პირების მომსახურებას (ინდ. მეწარმე, შ.პ.ს., ს.ს და ა.შ.) მათზე ვისაც აქვს: მაღაზია, სუპერმარკეტი, სასტუმრო, კაფე, რესტორანი და სხვა. კომპანია ,,ჯიბე’’ ბაზარზე პირველი საბითუმო ვაჭრობის სავაჭრო ცენტრია, რომელიც „ქეშ & ქერის“ პრინციპით ახორციელებს საქმიანობას. სამომავლოდ კომპანია ,,ჯიბე’’ ქსელის გახსნას გეგმავს მარნეულში, ბათუმში, თელავსა და თბილისში; http://www.jibe.cc/ |
Wednesday, January 12, 2011
ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "ქეშ&ქერი’’ გაიხსნა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment