
"სათხილამურო სპორტის მოყვარულები გრძელვადიანი დასვენების დროს საბჭოთა საქართველოზე ხშირად არ ფიქრობენ. თუმცა, კავკასიაში ზოგიერთი ამბიციური გეგმა ძალიან სწრაფად იცვლება. საქართველო შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს და ქვეყანას გარს ერტყმის მთები. საქართველოში მთების სიმაღლე 16 000 ფუტს აღწევს", - ნათქვამია ~თჰე ნეწ Yორკ თიმეს"-ის მასალაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ზამთრის კურორტებიდან განსაკუთრებით ცნობილი ბაკურიანი და გუდაურია, რომლებიც თბილისიდან რამდენიმე წუთის დაშორებით მდებარეობს. "The new York Times"-ის მონაცემებით, 2009 წელს აღნიშნულ კურორტებს 30 000 დამსვენებელი ეწვია.
"საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევის შედეგად, სათხილამურო კურორტები ვითარდება", - ნათქვამია საგაზეთო სტატიაში.
"The new York Times"-ი მესტიის შესახებაც წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ზამთრის საუკეთესო ადგილია ასევე გოდერძის უღელტეხილი, სადაც თოვლის საფარი 6 თვის განმავლობაშია.
ტურიზმისთვის საუკეთესო 41-ე ქვეყანას შორის პირველ პოზიციაზე ჩილეა, ხოლო 41-ე ადგილს მაიამი იკავებს. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში მხოლოდ თურქეთი მოხვდა, რომელიც ქალაქ ერზერუმით მე-18 ადგილზეა.
No comments:
Post a Comment