საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში - „Paying Taxes 2011", გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, გასული წელთან შედარებით მდგომარეობა 3 პოზიციით გაიუმჯობესა და 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა.
2010 წლის ანალოგიურ მოხსენებაში გადასახადების გადახდის სიმარტივის რეიტინგში საქართველო 64-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. 2011 წლის რეიტინგში კი პირველი ადგილი მალდივებს, ხოლო უკანასკნელი ბელარუსიას უკავია.

რეიტინგი „გადასახადების გადახდა 2011" მსოფლიო ბანკისა და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის" (IFC) კომპანია „PricewaterhouseCoopers "-თან (PWC) თანამშრომლობით მომზადდა. „გადასახადების გადახდა 2011" რიგით მეხუთე გამოცემაა. კვლევა დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც შეგროვდა „Doing Business"-ის პროექტთან ერთად.
მოხსენებაში გამოკვლეულია მსოფლიოს 183 ქვეყნის მონაცემები. გადასახადები მოიცავს: მოგების ან კორპორატიულ საშემოსავლო გადასახადებს; სოციალურ შენატანებსა და დამქირავებლის მიერ გადახდილ დაქირავების გადასახადებს; საკუთრების გადასახადს; საკუთრების ტრანსფერის გადასახადს; დივიდენდებს; მოგების გადასახადს; ფინანსური ტრანზაქციების გადასახადს; გზათ სარგებლობის გადასახადსა და სხვა.
No comments:
Post a Comment