Tuesday, January 25, 2011
Friday, January 14, 2011
``Freedom House`` კვლევების მიხედვით სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს
``Freedom House`` კვლევების მიხედვით სამოქალაქო თავისუფლების კუთხით
საქართველოს პროგრესი აქვს, თუმცა ნახევრად თავისუფალ ქვეყანად რჩება
``Freedom House``:
http://freedomhouse.org/images/File/fiw/FIW%202011%20Booklet_1_11_11.pdf
Thursday, January 13, 2011
2010 წელს მიგრანტებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 824 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა - ქვეყნების ტოპ ხუთეული გზავნილების მიხედვით
მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით 2010 წელს, მიგრანტებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 824 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
ქვეყნების ტოპ ხუთეული შემდეგია:
1. რუსეთის ფედერაცია - 406 მლნ აშშ დოლარი
2. საბერძნეთი - 90 მლნ აშშ დოლარი
3. აშშ - 85 მლნ აშშ დოლარი
4. გერმანია - 54 მლნ აშშ დოლარი
5. ისრაელი - 51 მლნ აშშ დოლარი

მსოფლიო ბანკი:
http://econ.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/EXTDEC/EXTDECPROSPECTS/0,,contentMDK:22803131~pagePK:64165401~piPK:64165026~theSitePK:476883,00.html
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 29–ე ადგილზეა
![]() ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა ჰონგკონგს აქვს საქართველო ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 29–ე ადგილზეა. ინდექსს „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენი“ და „უოლ სთრით ჯორნალი“ აქვეყნებენ. რეიტინგში შესული 183 ქვეყანა თავისუფლების ათი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვითაა შეფასებული. ესენია ვაჭრობის, ბიზნესის და ინვესტიციის თავისუფლება, საკუთრების უფლებები და სხვა მიმართულებები. ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორის საქართველოს თავისი შედეგით მე-4 მაჩვენებელი აქვს. ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად ბოლო 17 წელია ზედიზედ ჰონკონგის ეკონომიკა სახელდება. |
რას უწუნებენ ექსპერტები ქართული ბანკების მომსახურებას?
![]() "არის ბიუროკრატიული ბარიერები და შეფარვით მოტყუების შემთხვევები" რადიო "კომერსანტი", FM 95,5 საბანკო პროდუქტების მოხმარების გასააქტიურებლად ბანკებმა პროდუქტი უნდა გააუმჯობესონ და მომსახურების ხარისხი აამაღლონ. ამ განცხადებას ბანკ „რესპუბლიკას“ ახალი გენერალური დირექტორი აკეთებს. კრისტიან კარმანიოლის განმარტებით, „სოსიეტე ჟენერალს 2015 წელს ამბიციური გეგმები აქვს “გახდეს ყველაზე სასურველი ბანკი ბაზარზე” და ეს გეგმები „რესპუბლიკასაც“ ეხება. კარმანიოლის განცხადებით, ბანკის სტრატეგიაა იყოს რჩეული ბანკი, რომელსაც კლიენტები ყველაზე მეტად აფასებენ. ამისთვის, დაიხვეწება ბანკის მომსახურება, დაინერგება ინოვაციური პროდუქტები. კარმანოილი ამბობს, რომ ეს მოითხოვს თუმცა ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია და კლიენტები ცვლილებებს ნაბიჯ-ნაბიჯ იგრძნობენ. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში კი ქართულ საბანკო სექტორში მომსახურების დაბალ დონეზე საუბრობენ. ცენტრის ექსპერტი დავით ნარმანია ამბობს, რომ ქართული ბანკების ნაწილში მომსახურება დასახვეწია, ხშირია რიგები, გაურკვეველი სიტუაციები და მომხმარებელთა არასწორი ინფორმირებულობის შემთხვევები. მისი განცხადებით, არსებობს გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები და დგას დაბალი დონის კადრების კვალიფიკაციის საკითხი. ნარმანია მომხმარებლის შეფარვით მოტყუების შემთხვევებზეც საუბრობს. |
Wednesday, January 12, 2011
ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "ქეშ&ქერი’’ გაიხსნა
![]() commersant.ge კომპანია ,,ჯიბე’’-მ „ქეშ & ქერის“ ქსელი გააფართოვა და 2011 წლის დასაწყისში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი ქუთაისში გახსნა. ,,ჯიბე’’- ში პროდუქციის სრული ასორტიმენტის რეალიზაცია საბითუმო ფასებში ხორციელდება. კომპანია ,,ჯიბე’’-სთვის ქუთაისის სავაჭრო ცენტრი რიგით მეორე ობიექტია, რომელიც „ქეშ & ქერი’’-ს კონცეფციაზეა აგებული. პირველი ასეთი სავაჭრო ცენტრი ზუგდიდში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მას უკვე ათასამდე მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ,,ჯიბე ქეშ& ქერი’’- პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მხოლოდ იურიდიული პირების მომსახურებას (ინდ. მეწარმე, შ.პ.ს., ს.ს და ა.შ.) მათზე ვისაც აქვს: მაღაზია, სუპერმარკეტი, სასტუმრო, კაფე, რესტორანი და სხვა. კომპანია ,,ჯიბე’’ ბაზარზე პირველი საბითუმო ვაჭრობის სავაჭრო ცენტრია, რომელიც „ქეშ & ქერის“ პრინციპით ახორციელებს საქმიანობას. სამომავლოდ კომპანია ,,ჯიბე’’ ქსელის გახსნას გეგმავს მარნეულში, ბათუმში, თელავსა და თბილისში; http://www.jibe.cc/ |
Sunday, January 9, 2011
ტურისტებისთვის მიმზიდველ 41 ქვეყანას შორის საქართველო მე-6 პოზიციაზეა

"სათხილამურო სპორტის მოყვარულები გრძელვადიანი დასვენების დროს საბჭოთა საქართველოზე ხშირად არ ფიქრობენ. თუმცა, კავკასიაში ზოგიერთი ამბიციური გეგმა ძალიან სწრაფად იცვლება. საქართველო შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს და ქვეყანას გარს ერტყმის მთები. საქართველოში მთების სიმაღლე 16 000 ფუტს აღწევს", - ნათქვამია ~თჰე ნეწ Yორკ თიმეს"-ის მასალაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ზამთრის კურორტებიდან განსაკუთრებით ცნობილი ბაკურიანი და გუდაურია, რომლებიც თბილისიდან რამდენიმე წუთის დაშორებით მდებარეობს. "The new York Times"-ის მონაცემებით, 2009 წელს აღნიშნულ კურორტებს 30 000 დამსვენებელი ეწვია.
"საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევის შედეგად, სათხილამურო კურორტები ვითარდება", - ნათქვამია საგაზეთო სტატიაში.
"The new York Times"-ი მესტიის შესახებაც წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ზამთრის საუკეთესო ადგილია ასევე გოდერძის უღელტეხილი, სადაც თოვლის საფარი 6 თვის განმავლობაშია.
ტურიზმისთვის საუკეთესო 41-ე ქვეყანას შორის პირველ პოზიციაზე ჩილეა, ხოლო 41-ე ადგილს მაიამი იკავებს. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში მხოლოდ თურქეთი მოხვდა, რომელიც ქალაქ ერზერუმით მე-18 ადგილზეა.
Thursday, January 6, 2011
Wednesday, January 5, 2011
საქართველომ გადასახადების გადახდის სიმარტივის რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
საქართველომ გადასახადების გადახდის სიმარტივის რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
ამასთან, საქართველო შეყვანილია იმ 10 ქვეყნის სიაში, სადაც გადასახადების მთლიანი მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ მხრივ საქართველოს მე-2 ადგილი უკავია.
საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში - „Paying Taxes 2011", გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, გასული წელთან შედარებით მდგომარეობა 3 პოზიციით გაიუმჯობესა და 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა.
2010 წლის ანალოგიურ მოხსენებაში გადასახადების გადახდის სიმარტივის რეიტინგში საქართველო 64-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. 2011 წლის რეიტინგში კი პირველი ადგილი მალდივებს, ხოლო უკანასკნელი ბელარუსიას უკავია.

რეიტინგი „გადასახადების გადახდა 2011" მსოფლიო ბანკისა და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის" (IFC) კომპანია „PricewaterhouseCoopers "-თან (PWC) თანამშრომლობით მომზადდა. „გადასახადების გადახდა 2011" რიგით მეხუთე გამოცემაა. კვლევა დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც შეგროვდა „Doing Business"-ის პროექტთან ერთად.
მოხსენებაში გამოკვლეულია მსოფლიოს 183 ქვეყნის მონაცემები. გადასახადები მოიცავს: მოგების ან კორპორატიულ საშემოსავლო გადასახადებს; სოციალურ შენატანებსა და დამქირავებლის მიერ გადახდილ დაქირავების გადასახადებს; საკუთრების გადასახადს; საკუთრების ტრანსფერის გადასახადს; დივიდენდებს; მოგების გადასახადს; ფინანსური ტრანზაქციების გადასახადს; გზათ სარგებლობის გადასახადსა და სხვა.
Subscribe to:
Posts (Atom)