საქართველოში საწვავი კიდევ ერთხელ გაძვირდა |
![]() რადიო "კომერსანტი", FM 95,5 საქართველოში საწვავი კიდევ ერთხელ გაძვირდა. დღეიდან 5 თეთრით არის გაზრდილი როგორც „სუპერის“ ისე ევროდიზელის ფასი. „ვისოლის“ და „ლუკოილის“ ქსელში სუპერი 2 ლარი და 25 თეთრი ღირს. დიზელის ფასი „ლუკოილში“ 2 ლარი და 25, ხოლო „ვისოლში“ 2 ლარი და 30 თეთრია. რაც შეეხება საწვავის სხვა სახეობებს: „პრემიუმი“ 2 ლარი და 13 თეთრიდან 2 ლარი და 20 თეთრამდე ღირს, ხოლო რეგულარი 2 ლარი და 5 თეთრიდან 2 ლარი და 10 თეთრამდე მერყეობს. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან საწვავი უკვე მეორედ გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ფასების დღევანდელ ზრდას საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირებენ. შეგახსენებთ: ლიბიაში სამოქალაქო ომის გამო ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობი 112,14 დოლარამდე გაძვირდა. |
No comments:
Post a Comment