გიორგი ბარამიძე კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის,, საბჭოს წევრებს შეხვდა
1 თებერვალი, 2011
კოალიცია ევროკავშირ- საქართველოს მოლაპარაკებებში სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
საქართველოს საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის“ სახელისუფლებო და ევრო-სტრუქტურებთან თანამშრომლობით აქტიურად განახორციელებს ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგს.
ვიცე-პრემიერ მინისტრის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებთან ასეთი სახის შეხვედრები რეგულარულად იმართება, სადაც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილება.
No comments:
Post a Comment