ommersant.ge–ს რეიტინგი: საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა გაყიდვების აგენტებსა და დისტრიბუტორებზეა |
![]() Сommersant.ge რომელ პროფესიებზეა საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა? დასაქმების რამდენიმე კომპანიის გამოკითხვისშედეგად Сommersant.ge–მ იმ პროფესიების რეიტინგი შეადგინა, რომელთა წარმომადგენლებს საქართველოში დასაქმების ყველაზე მაღალი შანსი აქვთ. რეიტინგი ასეთი თანმიმდევრულობით შედგა: 1. გაყიდვების აგენტი, გაყიდვების მენეჯერი 2. დისტრიბუტორი 3. მიმტანი, სასტუმრო პერსონალი 4. ბუღალტერი 5. სარეკლამო აგენტი 6. მზარეული, მცხობელი 7. საბანკო სფეროს სპეციალისტი (სხვადასხვა პოზიცია) 8. ოფის-მენეჯერი 9. ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალისტი 10. კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას, როგორც სააგენტო „ეიჩ–არ“–ში აცხადებენ, სექტემბერში ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ბოლო ერთ თვეში ვაკანსიების რიცხვმა 150 ერთეულით მოიმატა. მათივე განცხადებით, ვაკანსიების მოწოდება გაააქტიურა საბანკო სექტორმა. „დასაქმების კონსულტაციების ცენტრის“ განცხადებით კი ვაკანსიების რაოდენობის მატების მიუხედავად, ხელფასები ისევ მინიმალურია. ამიტომ ხშირია ერთი და იმავე ვაკანსიების გამეორების შემთხვევები. დასაქმების ერთ–ერთ უმსხვილეს ინტერნეტ–სააგენტო „ჯობს–საიტ ჯი“–ში კი ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით ვაკანსიების საერთო მოცულობა 10–15%–თაა გაზრდილი. დასაქმების კიდევ ერთი ინტერნეტ–სააგენტო „ეიჩ არის“ ცნობით, გასულ წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა 20–30%–ით გაიზარდა. მათი თქმით, განაცხადები ძირითადად ბიზნეს–სექტორიდან შემოდის, რომლებიც რეგიონებში წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ეძებენ. |
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete