ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ორი ახალი ინვესტორი შედის |
![]() რადიო "კომერსანტი", FM 95,5 ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ორი ახალი ინვესტორს შედის. ინვესტორებთან მემორანდუმი დღეს გაფორმდება. უკრაინულ-ინდურ-ქართული მეტალურგიული ქარხანა ინდუსტრიულ ზონაში 10 მილიონ დოლარს ჩადებს, ხოლო ეგვიპტური ტექსტილის ქარხანა 5 მილიონ დოლარს. ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 12 ქვეყენაში გავა. ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში უკვე ერთი წელია მოქმედებს ეგვიპტური “ფრეში”, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოტანილი მასალით საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწყობდა. თუმცა, თვის ბოლოდან „ფრეში“ ტექნიკის წარმოებას ადგილზე უკვე დაიწყებს. |
No comments:
Post a Comment