Sunday, August 22, 2010

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა - წარსული და აწმყო


ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა ერთ–ერთი უძველესი საწარმოო სიმძლავრეა კავკასიის რეგიონში. იგი დაარსდა 1945 წელს და ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. 

უკვე 1951 წელს მისი კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი სატვირთო ავტომობილი კაზ–150. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი.

2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი ჯი –აი–ჯი ჯგუფში შევიდა  ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება.

ამჟამად ქარხანა აღჭურვილია მსხვილი კომლექსური სიმძლავრეებით, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დამზადდეს მანქანათმშენებლობის პროფილის სხვადასხვა დეტალების ნომენკლატურა. ქარხანას აქვს უნიკალური ჩარხ-დანადგარები, რომელთა ანალოგი კავკასიაში არ გვხვდება, მათი გამოყენებით შესაძლებელია დამუშავდეს დიდი გაბარიტების მქონე დეტალები დიამეტრით 1600 მმ, სიგრძით 12000 მმ. ქარხნის პოტენციალმა საშუალება მისცა დაემყარებინა ბიზნეს ურთიერთობა ისეთ ცნობილ ევროპულ კომპანიებთან როგორებიც არიან, გერმანული "CLAAS", შვედური "SKF", იტალიური "FANTUCI" და "FIRI", ჩეხური "TATRA" და "ZETOR". გარდა ამისა მჭიდრო ბიზნეს კავშირები აქვს  წამყვან ქართულ კომპანიებთან: საქართველოს რკინიგზა, საქცემენტი, ჰაიდელბერგ ცემენტ კაუკასუს, ჯორჯიან მანგანეზი,მომპოვებელი მაღაროები, ჰესები, პორტები, მადნეული, კვარციტი და სხვა.
იხილეთ ვიდეო: 

No comments:

Post a Comment