რადიო `კომერსანტი`FM 95.5 "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი ქუთაისში პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა გახსნა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, "მაკდონალდსის" ქუთაისში გახსნა ნიშნავს, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქში ყველა ცნობილი ბრენდის შემოსვლა დაიწყო. ქუთაისში ეს თბილისის შემდეგ „მაკდონალდსის“ ქართული ქსელის პირველი რესტორანია. ქუთაისური "მაკდონალდსის" მშენებლობა ერთი წელი მიმდინარეობდა და მასში 4 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო.როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, რესტორანი 4 დღე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მათი მტკიცებით, რესტორანს ყოველდღიურად 850 ადამიანი სტუმრობს, რაც თბილისის „მაკდონალდსებზე“ მაღალია. ქუთაისურ „მაკდონალდსში“ მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. |
No comments:
Post a Comment