sainvesticio gegmebi safexburTo klub `torpedo quTaisSi~
ვისოლმა ”ტორპედო ქუთაისის” გულშემატკივრებს 1 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ ‘ტორპედო ქუთაისს” უპირველეს ყოვლისა ისტორიული სახელი დაუბრუნა. ვისოლი განვითარებისათვის ყოველწლიურად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
``ტორპედო ქუთაისის განვითარებას ოთხი მიმართულებით ვგეგმავთ. პირველი ეს იქნება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება. მეორე მიმართულება გუნდის გაძლიერება იქნება. მესამე მიმართულება გულშემატკივართა მხარდაჭერის გაზრდაა და ამ კუთხით ქუთათურების იმედი გვაქვს. მეოთხე მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. ჩვენ გვჯერა რომ ამ სტადიონზე კიდევ არაერთ ცნობილი ფეხბურთელი გაიზრდება” - აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტორპედო ქუთაისის კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
ტორპედო ქუთაისზე მზრუნველობა ვისოლმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე გუნდი ახალი მწვრთნელით გაძლიერდა. ‘‘ტორპედო ქუთაისს” 2008-2009 წლებში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ნესტორ მუმლაძე ჩაუდგა სათავეში.

No comments:
Post a Comment