Thursday, August 26, 2010
Sunday, August 22, 2010
ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა - წარსული და აწმყო

უკვე 1951 წელს მისი კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი სატვირთო ავტომობილი კაზ–150. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი.
2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი ჯი –აი–ჯი ჯგუფში შევიდა ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება.
ამჟამად ქარხანა აღჭურვილია მსხვილი კომლექსური სიმძლავრეებით, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დამზადდეს მანქანათმშენებლობის პროფილის სხვადასხვა დეტალების ნომენკლატურა. ქარხანას აქვს უნიკალური ჩარხ-დანადგარები, რომელთა ანალოგი კავკასიაში არ გვხვდება, მათი გამოყენებით შესაძლებელია დამუშავდეს დიდი გაბარიტების მქონე დეტალები დიამეტრით 1600 მმ, სიგრძით 12000 მმ. ქარხნის პოტენციალმა საშუალება მისცა დაემყარებინა ბიზნეს ურთიერთობა ისეთ ცნობილ ევროპულ კომპანიებთან როგორებიც არიან, გერმანული "CLAAS", შვედური "SKF", იტალიური "FANTUCI" და "FIRI", ჩეხური "TATRA" და "ZETOR". გარდა ამისა მჭიდრო ბიზნეს კავშირები აქვს წამყვან ქართულ კომპანიებთან: საქართველოს რკინიგზა, საქცემენტი, ჰაიდელბერგ ცემენტ კაუკასუს, ჯორჯიან მანგანეზი,მომპოვებელი მაღაროები, ჰესები, პორტები, მადნეული, კვარციტი და სხვა.
იხილეთ ვიდეო:
Tuesday, August 17, 2010
საფეხბურთო კლუბ ``ტორპედო ქუთაისის`` განვითარებისათვის ყოველწლიურად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია იგეგმება
sainvesticio gegmebi safexburTo klub `torpedo quTaisSi~
ვისოლმა ”ტორპედო ქუთაისის” გულშემატკივრებს 1 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ ‘ტორპედო ქუთაისს” უპირველეს ყოვლისა ისტორიული სახელი დაუბრუნა. ვისოლი განვითარებისათვის ყოველწლიურად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
``ტორპედო ქუთაისის განვითარებას ოთხი მიმართულებით ვგეგმავთ. პირველი ეს იქნება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება. მეორე მიმართულება გუნდის გაძლიერება იქნება. მესამე მიმართულება გულშემატკივართა მხარდაჭერის გაზრდაა და ამ კუთხით ქუთათურების იმედი გვაქვს. მეოთხე მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. ჩვენ გვჯერა რომ ამ სტადიონზე კიდევ არაერთ ცნობილი ფეხბურთელი გაიზრდება” - აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტორპედო ქუთაისის კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
ტორპედო ქუთაისზე მზრუნველობა ვისოლმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე გუნდი ახალი მწვრთნელით გაძლიერდა. ‘‘ტორპედო ქუთაისს” 2008-2009 წლებში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ნესტორ მუმლაძე ჩაუდგა სათავეში.
Friday, August 6, 2010
ქუთაისში "ევროპარკი" გაიხსნა
ქუთაისში "ევროპარკი" გაიხსნა, საცურაო აუზი მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ გახსნეს.
ევროპარკის მშენებლობისთვის დაახლოებით 500 ათასი ლარი დაიხარჯა. მსგავსი საცურაო აუზი თბილისსა და ბათუმში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს.
Wednesday, August 4, 2010
ლარი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ
საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2010 წლის ივნისის „თვის მიმოხილვას“ (მონეტარული და ფისკალური მიმოხილვა).

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე: http://nbg.gov.ge/index.php?m=350

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე: http://nbg.gov.ge/index.php?m=350
ქუთაისის ბიზნეს საინფორმციო ცენტრი, უფასო კონსულტაციები და ტრენინგები
biznes sainformacio centri
romelic ufasod gTavazobT
biznes konsultaciebs da
treningebs Semdeg sferoebSi
· dakreditebis xelSewyoba
· biznesis registracia
· sagadasaxado-sabaJo
· licenziebi da nebarTvebi
· ucxoel mewarmeebTan komunikacia
misamarTi: rusTavelis 3, tel. 5 15 64
proeqti xorcieldeba evrokavSiris dafinansebiT, gaerosa da evrokomisiis migraciisa da ganviTarebis erToblivi iniciativis farglebSi |
ქუთაისის მაკდონალდსი
ქუთაისის „მაკდონალდს“ თბილისზე მეტი კლიენტი ჰყავს |
|
ბიზნესით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
ბიზნესით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
უფასო 2 დღიან ტრენინგ კურსს
„ბიზნესს დაგეგმარებასა და მართვაში’’
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ
ქუთაისის რეგიონალურ სავაჭრო სამრეწველო პალატაში შემდეგ
მისამართზე
რუსთაველის ქუჩა 124
ან მოგვმართოთ ტელეფონზე
7 14 00
Tuesday, August 3, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)