Sunday, March 13, 2011

PEOPLE IN NEED

16-19 სექტემბერი - ქობულეთის ტრენინგი პროექტების წერაზე

  ტრანს 3 პროექტის ფარგლებში თერჯოლის, სამტრედიის, წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ხონის საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებისათვის გაიმართა ოთხდღიანი ტრენინგი პროექტების წერაზე.  ტრენერმა კახაბერ გვანცელაძემ (პროექტის ექსპერტი - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო, საქართველო) მონაწილეებს შემდეგი თემები გააცნო: პროექტების წერა, ფონდების მოძიება, თანამშრომლობა პოტენციურ დონორებთან. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულადაც განევითარებინათ თავიანთი უნარ-ჩვევები ჯგუფებში საპროექტო წინადადებებზე მუშაობის დროს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებდნენ ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობის ცოდნასა და გამოცდილებას.

ლაშა გიორგაძე, თერჯოლა: პროექტების წერაზე ტრენინგი პირველად გავიარე. ეს მართლაც საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო ჩემთვის. განვავითარე ჩემი უნარ-ჩვევები და ვთვლი, რომ უკვე შემიძლია მცირე პროექტის შემუშავება და ჩემი ინიციატივის განხორციელება.
სოფიო კირთაძე, სამტრედია: მიუხედავად იმისა, რომ პროექტების წერის გარკვეული გამოცდილება მაქვს, ეს ტრენინგი მაინც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩემი პროფესიული განვითარებისათვის, რაც ორგანიზაციის ფონდების მოძიებაში დამეხმარება. ტრენინგის განმავლობაში ბევრი საინტერესო იდეა მოგვივიდა, რომლის განხორციელება შესაძლებელია უახლოეს მომავალში.
ტრენინგის მონაწილეები დახვეწავენ ტრენინგზე მომზადებულ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც წარედგინება ორგანიზაციას "ადამიანი გაჭირვებაში", თანამონაწილეობითი პროექტებისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის.

No comments:

Post a Comment