მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 42-ე სეზონს განახლებული შენობითა და ინტერიერით შეხვდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის თებერვალში დაიწყო და პირველი ეტაპის სამუშაები,რომელიც გარე ფასადის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა 16 ნოემბერს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა-შ.პ.ს. „დაგი“ ასრულებს. შენობის სრული რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება. გარე ფასადის აღდგენა-რეკონსტრუქციის შემდეგ ინტერიერის დიზაინი,დარბაზის სრული რემონტი და ადინისტრაციის ახლი შენობის კეთილმოწყობა 2011 წლის იანვარში დასრულდება. შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968წ. 3 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა.![]() ![]() |
Thursday, November 18, 2010
განახლებული ოპერის თეატრი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment