Monday, November 29, 2010

„ეკონომისტი“ საქართველოს საკუთრების დაცვის გამოსწორებას ურჩევენ

„ეკონომისტი“ საქართველოს საკუთრების დაცვის გამოსწორებას ურჩევენ
The Economist-ის მიხედვით 
გავლენიანი გამოცემა “ეკონომისტი” საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ანალიტიკოსები ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევენ ყურადღება მიაქციოს კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგს, სადაც საქართველო 139 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა. 
"საკუთრების დაცვის უფლების გამოსწორება, მცირე აქციონერების ინტერესების გათვალისწინება, უმაღლესი განათლების გაძლიერება და ქართული მუშახელის გაწვრთნა მხოლოდ რამდენიმეა იმ ცვლილებებიდან, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს,”-ნათქვმია სტატიაში.

ქ. ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგი

ქ. ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგი

CEPR.Geეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით  ქ. ქუთაისში გამართა შეხვედრა ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,საქართველოს თვითმმართველი ქალაქების 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს’’ მხარდაჭერით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საბიუჯეტო კოდექსი თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, ქ. ქუთაისის ბიუჯეტის ტენდენციები, ხარვეზები და სხვა. ასევე, დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროექტის მიზნებს და ამოცანებს.

მსყიდველობითი უნარის მიხედვით საქართველო 114-ე ადგილზეა

მსყიდველობითი უნარის მიხედვით საქართველო 114-ე ადგილზეა
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
საქართველოს აფრიკის ქვეყნები უსწრებენ 

“ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” მონაცემებით, 2009 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 4757 დოლარია და ამ მონაცემებით საქართველო ყველა მეზობელს ჩამორჩება. მათ შორის აზერბაიჯანს 2–ჯერ, თურქეთს 2,6–ჯერ, ბელორუსს 2,7–ჯერ, რუსეთს 3–ჯერ.
რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, გაცილებით მასშტაბურია ჩამორჩენა ამერიკასთან, სადაც მსყიდველობითი უნარი საქართველოზე 10-ჯერ  მეტია და ყატართან, სადაც ეს მაჩვენებელი 18-ჯერ აღწევს.
საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარით უსწრებენ ისეთი ქვეყნებიც როგორებიცაა განა, ალჟირი, ნამიბია, უკრაინა, ანგოლა, ეგვიპტე, სამოა, თურქმენეთი, სირია და გვატემალა

Thursday, November 18, 2010

განახლებული ოპერის თეატრი


მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 42-ე სეზონს განახლებული შენობითა და ინტერიერით შეხვდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის თებერვალში დაიწყო და პირველი ეტაპის სამუშაები,რომელიც გარე ფასადის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა 16 ნოემბერს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა-შ.პ.ს. „დაგი“ ასრულებს. შენობის სრული რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება. გარე ფასადის აღდგენა-რეკონსტრუქციის შემდეგ ინტერიერის დიზაინი,დარბაზის სრული რემონტი და ადინისტრაციის ახლი შენობის კეთილმოწყობა 2011 წლის იანვარში დასრულდება. შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968წ. 3 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა.

opera112.jpgopera111.jpg

ქუთაისში ორი ახალი საწარმო ამუშავდება

ქუთაისში ორი ახალი საწარმო ამუშავდება
რადიო "თავისუფლება"
ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ოპერატორი, ეგვიპტური “ფრეში” აღებულ საინვესტიციო ვალდებულებას 2012 წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ “ფრეშის” პარტნიორი Georgian International Holding-ის ხელმძღვანელი აცხადებს.
მიხეილ თიგიშვილის თქმით, ქუთაისში ორი ახალი საწარმო უახლოეს მომავალში ამუშავდება, დაგეგმილ ეტაპებს წარმატებით გადიან და 2012 წლის ბოლომდე ინდუსტრიულ ზონაში მილიარდი დოლარის ინვესტიციაც აუცილებლად განხორციელდება. შეგახსენებთ: აღებული ვალდებულებების მიხედვით 2012 წლამდე ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 12 საწარმო უნდა ამოქმედდეს და 10 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდეს.