ფაქტის კონსტატაციისთვის პირველ რიგში გაგაცნობთ ოფიციალურ ინფორმაციას:
2010 იანვარი 18 , ეკონომიკური განვითარების სამინისტრო -
- ამ ეტაპზე კომპანია "ფრეშის" მიერ განხორციელებულია
115 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა
450 ადამიანია
www.economy.gov.ge (სრული სტატია იხილეთ ქვემოთ)
2 აპრილი 2009, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით, პროექტის ფაგრლებში წელს 2000 ადამიანი დასაქმდება, მთლიანად პროექტი კი 12 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
(სრული სტატია იხილეთ ქვემოთ)
www.commersant.ge
დასაქმებულთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ დანაპირები ვერ ან არ სრულდება, თუმცა დანაპირების შესრულება ამ კომპანიის მიერ, მის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად ნამდვილად რთულია,
სადაც წაიკითხავთ, რომ კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენს
500 მილიონ ეგვიპტურ გირვანქას რაც არის დაახლეობით
88 მილიონი დოლარი, აღნიშნული კი რა თქმა უნდა გვაიძულებს
ვიყოთ სკეპტიკოსები ამ პროექტის მიმართ, რომელშიც
1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო
ქვემოთ იხილეთ ინდუსტრიული ზონის შესახებ სტატიები:
2010 იანვარი 18 , ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდიდან -
http://economy.gov.ge/?category=4&lang=geo&dn=178 ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 5 ივნისს, ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, უკვე აშენდებულია თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა.
წარმოებული პროდუქციის პირველი ექსპორტი განხორციელდა უკრაინასა და აზერბაიჯანში.
ქუთაისის თიზ-ის ძირითადი ინვესტორი და პარტნიორია ეგვიპტური კომპანია ”ფრეში”, რომელთანაც ”ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს” (ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი) გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
"ფრეში" ეგვიპტეში ფლობს 9 ქარხანას და ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 52 ქვეყანაში.
ამ ეტაპზე კომპანია "ფრეშის" მიერ განხორციელებულია 115 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 450 ადამიანია, მათგან 98 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეა. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში "ფრეშის" გარდა ინვესტიციებს 11 სხვადასხვა კომპანია განახორციელებს. მათ შორის გერმანული “მანის” ლიცენზიის მფლობელი კომპანია “კასტური”, რომელიც ქუთაისში ავტობუსებსა და მაღალი დონის ტრაილერებს ააწყობს.
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მომავლისათვის იგეგმება სანტექნიკის, ტექსტილის, ავეჯის, კაფელის, კერამიკისა და სხვა პროდუქციის წარმოება.
რადიო 'კომერსანტი', FM 95.5 |

ხუთშაბათი, 2 აპრილი 2009 ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია ეგვიპტელ ინვესტორს იბრაჰიმ ხალილს შეხვდა, რომელიც კომპანია ``ფრეშის`` მფლობელი და ეგვიპტის ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტია. საუბარია 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც ქუთაისის მახლობლად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობასა და ფუნქციონირებას მოხმარდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფაგრლებში წელს 2000 ადამიანი დასაქმდება, მთლიანად პროექტი კი 12 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, 27 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, დაგეგმილია 12 ქარხნის მშენებლობა. ქარხნებში წარმოებული იქნება როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ავეჯი, ტექსტილი, კერამიკული ნაწარმი და სხვადასხვა პროდუქცია. მილიარდ 200 მილიონი დოლარის ათვისება წელსვე დაიწყება. ინვესტიციის პირველი ეტაპის განხორციელებას დაახლოებით წელიწადი ან წელიწადნახევარი დასჭირდება, ხოლო შემდეგ უკვე დაიწყება მეორე ეტაპი. მთლიანობაში დაგეგმილია ორ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის დაბანდება. „ფრეში“ ეგვიპტეში ცხრა ქარხანას ფლობს; მსოფლიოს 52 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს. კომპანიის საშუალო სუფთა მოგება ყოველწლიურად მილიარდ დოლარს შეადგენს. |