Wednesday, December 29, 2010
Friday, December 24, 2010
თურქეთი ეკონომიკურ აღმავლობას განიცდის... მაშინ, როცა ევროპის ქვეყნების უმრავლესობას ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება უჭირთ
აიდინლარის სამშენებლო კომპანიის ერთერთ ქარხანაში მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. კომპანია მსხვილ სამშენებლო პროექტებზე მუშაობს და სამშენებლო მასალებს, ტურბინებსა და ტუმბოებს აწარმოებს.
კომპანიის ერთერთი აღმასრულებელი პირი ომერ აიდინლარი აღნიშნავს, რომ წარმატებული კომერციული საქმიანობა, უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თურქეთის მზარდი ეკონომიკური კავშირებით.
„ჩვენთვის ახლო აღმოსავლეთი ძალიან მნიშვნელოვანია. იქ დიდი ცვლილებები შეინიშნება. მაგალითად, გაერთიანებული არაბული საემიროებიდან თურქეთში სულ უფრო მეტი ხალხი შემოდის. ამას გარდა, თურქეთში კანონმდებლობა და გარემო სწრაფად იცვლება და შედეგად ქვეყანაში ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი შემოდის.ვითარდება კავშირები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წარმომადგენლებთან
"რასაკვირველია, როცა უცხოელები თურქეთში შემოდიან და აქ ერთობლივ კომპანიებს ქმნიან, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქი ინვესტორები და ბიზნესმენები შემდეგ უკან დაბრუნდებიან“ - აღნიშნა ომერ აიდინლარმა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქეთის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირების განმტკიცებისაკენ მიმართული პოლიტიკა, ერთერთ ბერკეტს წარმოადგენს, რისი მეოხებითაც ანკარა ევროპის ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. მაგრამ თურქეთის ყურადღებას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი იპყრობს.
ამ სატელევიზიო განცხადების ავტორია თურქული კომერციული კონფედერაცია "მუსიადი", რომელიც აფრიკაში ბაზრების ათვისებას ცდილობს. "მუსიადის" ყოფილი ხელმძღვანელი ომერ ბოლატი აღნიშნავს, რომ თურქეთმა გლობალური ეკონომიკური კრიზისი წარმატებულად დასძლია იმის გამო, რომ ქვეყნის კომერციული საქმიანობა უცხოეთის სხვადასხვა სამიზნე ბაზრების ათვისებისკენ იყო მიმართული.
„თურქეთი ევრაზიული ბაზრების, ახლო აღმოსავლეთის სპარსეთის ყურის ქვეყნების, აფრიკის სახელმწიფოების და განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ბაზრების ათვისებას ცდილობს “ - აღნიშნა ომერ ბოლატმა.
ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, თურქეთი ახლა დივიდენდებს ღებულობს, რაც ექსპორტზე გაგზავნილი პროდუქციის რეკორდულ ზრდაში გამოიხატება.
"თურქეთის ეკონომიკური აღმავლობის ჩქარი ტემპი ქვეყნის ფინანსური სექტორის სიმტკიცესაც უკავშირდება" - აღნიშნავს თურქული სავაჭრო სახლის "Global Securities"-ის მთავარი ეკონომისტი ემრე იგიტი:
„ჩვენ 2001 და 2002 წლების კრიზისის გაკვეთილები კარგად შევისწავლეთ. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენმა საბანკო სექტორმა პატარა კრიზისი განიცადა, რომლის მოგვარებას მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის 30-35 პროცენტი დასჭირდა “- აღნიშნა თურქმა ეკონომისტმა.
საბანკო სექტორის კრიზისის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთს გარკვეული ზომების მიღება ურჩია, რის შედეგადაც თურქული საბანკო სექტორი ამჟამად მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ეფექტურად ითვლება. დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის თურქეთის მოსახლეობის პირადი დავალიანების დონე ყველაზე დაბალია და თურქეთის მთავრობამ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც შეძლო.
იგიტი შიშობს, რომ ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკას ახლო მომავალში გარკვეული საფრთხეები ემუქრება.
„თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროპელ სავაჭრო პარტნიორებს წელს ხუთჯერ ან ათჯერ ვუსწრებთ, იმას ნიშნავს, რომ საგადამხდელო ბალანსში დეფიციტი დაფიქსირდა, რომელიც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ მსოფლიოში ჩვენ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დონით მესამე ან მეოთხე ადგილზე გავალთ. ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი ამგვარი ტრაექტორიის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება “ - დასძინა იგიტმა.
ანალიტიკოსები ამ მოსაზრებას იზიარებენ. შთამბეჭდავი ეკონომიკური გამოცოცხლების ფონზე თურქეთის ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტსა და შიდა მოხმარებაზე პოტენციურად საშიშ მდგომარეობას ქმნის, როცა გადასახადების ბალანსის დეფიციტის შევსება სპეკულაციური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რის გამოც თურქეთის ეკონომიკურ სასწაულს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება
საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება
ციტატა „შედეგი დადგება ევროპელების და ამერიკელების შესაძლებლობით აიძულონ თბილისი გონების ხმას ყური დაუგდოს. კონფლიქტი მთლიანად იურიდიულ სიბრტყეში გადავიდა და იმის ალბათობა, რომ ის, იქ ჩარჩება დიდია. ვინაიდან, შედეგი მთლიანად პრეზიდენტ სააკაშვილის სიჯიუტეზეა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროპამ მხარი დაუჭირეს რუსეთის კანდიდატურას, სააკაშვილი რისკავს სულ უფრო მზარდ იზოლაციაში მოექცეს. დასავლური კომპანიების დაინტერესება ივაჭრონ რუსეთთან მრავალჯერ აღემატება ინტერესს, ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერთობ არაერთმნიშვნელოვან რეჟიმს.“ ციტატის დასასრული
საქართველოს მთავარი მოთხოვნაა მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, არსებული საბაჟოები ქართული სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მოექცნენ. ამ მოთხოვნას კრემლში არასერიოზულად მიიჩნევენ, ვინაიდან მათთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე დამოუკიდებელი ქვეყნებია. მეგობარი ქვეყნები, მათ შორის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, თბილისს სთავაზობენ, მოხსნას პირველი მოთხოვნა და აქცენტი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე გააკეთოს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს
„თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს მოთხოვნა შეიძლება გახდეს საქართველოს ტერირორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის ბერკეტი, ეს არის უბრალოდ არაკომპეტენტური, არაპროფესიული მიდგომა. მე სავსებით ვიზიარებ, ამერიკელების ამ მიმართულებას, რომ საქართველოს თანხმობა ქართული პროდუქციის რუსული ბაზრის გახსნაში გაიცვალოს. ეს არის ადეკვატური ფასი ამ ვითარებაში. საქართველოს გაჯიუტებას მოჰყვება ერთადერთი რაღაც, მაინც აიძულებენ საქართველოს რომ ეს ნაბიჯი გადადგას და საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ ამ ყველაფრიდან არაფერი არ მივიღოთ. შეიძლება ის საფასური, რაც შეიძლება ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო სხვამ მიიღოს და იმ სხვამ გვაიძულოს რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ.“
2006 წლამდე რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა შემდეგ, მოსკოვმა ტოტალურად აკრძალა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა. ეკონომიკური ემბარგო დღემდე ძალაშია. ნაწილი ექსპერტებისა ფიქრობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მხარდაჭერა ამ პრობლემას ავტომატურად მოხსნის. ნაწილი ამბობს რომ რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ერთიანი საბაჟო კავშირის შექმნის შემდეგ, ქართული პროდუქცია იქ ისედაც შევა. ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი კი შიშობს, რომ მოსკოვმა შეიძლება გაწევრიანების შემდეგაც გააგრძელოს უკვე ფარული ემბარგოს პოლიტიკა, შემოიღოს ისეთი შიდა სტანდარტები, რომლებიც ქართული იმპორტისთვის მიუწვდომელი ან ეკონომიკურად მიუღებელი იქნება. კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი დავით ნარმანია კერძოდ ამბობს
„გარკვეული სიფრთხილე არის საჭირო რუსეთთან მიმართებაში. მართალია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დაავალდებულებს რუსეთს ცივილურად ივაჭროს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც, მაგრამ, კვლავ შესაძლებელია, პოლიტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რუსეთმა დაუყენოს საქართველოს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული იგივე პრობლემატური საკითხები, რაც თავის დროზე, ქართულ ღვონოზე ემბარგოს შემორების დროს დაუყენა. ასე, რომ მსო-ში გაწევრიანების შემდეგაც, რუსეთისგან გარკვეული უკანონო და უსამართლო ქმედებების გამორიცხვა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ძალიან მკაცრი სანქციები არა აქვს. ჩემი აზრით, რუსეთმა თუ რაიმე დაარღვია, მსო ისეთ მკაცრ სანქციებს არ მიიღებს, როგორსაც დავუშვათ, სხვა შედარებით პატარა ქვეყნის მიერ სავაჭრო კანონმდებლობის და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.“
7 დეკემბერს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს. ბრიუსელში გაფორმებულ მემორანდუმს ისტორიული უწოდა, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთი ელის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ყოველწლიურად - 20 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი ექნება. სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების კათედრის დოცენტის დიმიტრი ლანკოს აზრით, საქართველოს პრობლემა თავისთავად მოგვარდება
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსი სტუდენტები საქართველოში სასწავლებლად მიიპატიჟა; მიიწვია რუსი ტურისტები რომ ჩავიდნენ და საქართველოში დაისვენონ; რუს ბიზნესმენეს შესთავაზე ინვესტირება განახორციელონ და განავითარო ბიზნესი საქართველოში. ასე, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ამ ფრონტზეც, ქართულ ფრონტზე, ასევე მიდის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება. რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია, ძალიან მალე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გზაზე საქართველო ბარიერი აღარ იყოს.“
საქართველოს ხელისუფლებაში დღემდე აცხადებენ, რომ არანაირი კულუარული პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთთან არ მიდის და მთავარ მოთხოვნად კვლავაც ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული უკანონო საბაჟოების ლეგალიზება რჩება. რა დათმობაზე წავა ქართული მხარე და როგორ განვითრდება მოვლენები, ეს ნათლად 2011 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცედურა დაიწყება.http://www.voanews.com/georgian/news/wto-russia--112320714.html
Thursday, December 23, 2010
შემოუერთდი კამპანიას, დააLike & დააshare! გაიყიდოს ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობა და აშენდეს ახალი თანამედროვე - პარლამენტის და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე!
გაიყიდოს ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობა და აშენდეს ახალი თანამედროვე - პარლამენტის და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე!
სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია
გამომდინარე აღნიშნულიდან მიგვაჩნია, რომ ქუთაისის თვითმმართველობის (მერიის) შენობის პრივატიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის საინვესტიციო გარემოს პრომოუშენს და ინვესტიციების ზრდას. ამასთანავე შენობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოიძებნოს ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი რომელიც გარდა იმისა რომ შეიძენს შენობას, ასევე შეძლებს თვითმმართველობას აუშენოს თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტური შენობა. ახალი შენობის განთავსება კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის და კონტროლის პალატის ახალი შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.
სურათებზე თბილისის მერიის (მარცხნივ) ახალი და ქუთაისის მერიის (მარჯვნივ)შენობა
Wednesday, December 22, 2010
საარსებო მინიმუმი 149,5 ლარი გახდა და წლის დასაწყისიდან 16,7 %-ით გაიზარდა
| საარსებო მინიმუმი | ||||||||||||||||||||||||||
http://geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo |
Tuesday, December 21, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)
