Wednesday, December 8, 2010

გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 61-ე ადგილზეა - საქართველომ წინ სამი საფეხურით წაიწია

გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 61-ე ადგილზეა
გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. ყოველწლიურ რეიტინგი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერაა შედგენილი, რომელშიც საქართველომ წინ სამი საფეხურით წაიწია. რეიტინგის ავტორები მსოფლიოს 183 ეკონომიკაში როგორც გადასახადების სიმარტივეს, ასევე ადმინისტრაციულ ნაწილს იკვლევენ.
დგინდება, როგორ შეიცვალა საგადასახადო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებში, რამდენი დღე სჭირდება საშუალოდ ერთ კომპანიას გადასახადების გადახდისთვის. რეიტინგის ლიდერი მალდივია, ხოლო ბოლო ადგილს ბელორუსი იკავებს.
საქართველოს მეზობელი სომხეთი 159-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 103-ზე, უკრაინა 181-ზე, რუსეთი კი 106 ადგილს იკავებს. საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაც მოხვდა, სადაც საგადასახადო ტვირთი მსუბუქია.

Monday, November 29, 2010

„ეკონომისტი“ საქართველოს საკუთრების დაცვის გამოსწორებას ურჩევენ

„ეკონომისტი“ საქართველოს საკუთრების დაცვის გამოსწორებას ურჩევენ
The Economist-ის მიხედვით 
გავლენიანი გამოცემა “ეკონომისტი” საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ანალიტიკოსები ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევენ ყურადღება მიაქციოს კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგს, სადაც საქართველო 139 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა. 
"საკუთრების დაცვის უფლების გამოსწორება, მცირე აქციონერების ინტერესების გათვალისწინება, უმაღლესი განათლების გაძლიერება და ქართული მუშახელის გაწვრთნა მხოლოდ რამდენიმეა იმ ცვლილებებიდან, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს,”-ნათქვმია სტატიაში.

ქ. ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგი

ქ. ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგი

CEPR.Geეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით  ქ. ქუთაისში გამართა შეხვედრა ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,საქართველოს თვითმმართველი ქალაქების 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს’’ მხარდაჭერით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საბიუჯეტო კოდექსი თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, ქ. ქუთაისის ბიუჯეტის ტენდენციები, ხარვეზები და სხვა. ასევე, დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროექტის მიზნებს და ამოცანებს.

მსყიდველობითი უნარის მიხედვით საქართველო 114-ე ადგილზეა

მსყიდველობითი უნარის მიხედვით საქართველო 114-ე ადგილზეა
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
საქართველოს აფრიკის ქვეყნები უსწრებენ 

“ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” მონაცემებით, 2009 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 4757 დოლარია და ამ მონაცემებით საქართველო ყველა მეზობელს ჩამორჩება. მათ შორის აზერბაიჯანს 2–ჯერ, თურქეთს 2,6–ჯერ, ბელორუსს 2,7–ჯერ, რუსეთს 3–ჯერ.
რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, გაცილებით მასშტაბურია ჩამორჩენა ამერიკასთან, სადაც მსყიდველობითი უნარი საქართველოზე 10-ჯერ  მეტია და ყატართან, სადაც ეს მაჩვენებელი 18-ჯერ აღწევს.
საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარით უსწრებენ ისეთი ქვეყნებიც როგორებიცაა განა, ალჟირი, ნამიბია, უკრაინა, ანგოლა, ეგვიპტე, სამოა, თურქმენეთი, სირია და გვატემალა

Thursday, November 18, 2010

განახლებული ოპერის თეატრი


მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 42-ე სეზონს განახლებული შენობითა და ინტერიერით შეხვდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის თებერვალში დაიწყო და პირველი ეტაპის სამუშაები,რომელიც გარე ფასადის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა 16 ნოემბერს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა-შ.პ.ს. „დაგი“ ასრულებს. შენობის სრული რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება. გარე ფასადის აღდგენა-რეკონსტრუქციის შემდეგ ინტერიერის დიზაინი,დარბაზის სრული რემონტი და ადინისტრაციის ახლი შენობის კეთილმოწყობა 2011 წლის იანვარში დასრულდება. შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968წ. 3 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა.

opera112.jpgopera111.jpg

ქუთაისში ორი ახალი საწარმო ამუშავდება

ქუთაისში ორი ახალი საწარმო ამუშავდება
რადიო "თავისუფლება"
ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ოპერატორი, ეგვიპტური “ფრეში” აღებულ საინვესტიციო ვალდებულებას 2012 წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ “ფრეშის” პარტნიორი Georgian International Holding-ის ხელმძღვანელი აცხადებს.
მიხეილ თიგიშვილის თქმით, ქუთაისში ორი ახალი საწარმო უახლოეს მომავალში ამუშავდება, დაგეგმილ ეტაპებს წარმატებით გადიან და 2012 წლის ბოლომდე ინდუსტრიულ ზონაში მილიარდი დოლარის ინვესტიციაც აუცილებლად განხორციელდება. შეგახსენებთ: აღებული ვალდებულებების მიხედვით 2012 წლამდე ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 12 საწარმო უნდა ამოქმედდეს და 10 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. 

Wednesday, October 27, 2010

ევრო კავშირის ქვეყნებთან ვიზები გამარტივდა და გაიაფდა!!! წაიკითხეთ სტატიები ევრო პარლამენტის და ჯი-ეიჩ-ენ-ის ვებ გვერდებზე



MEPs back relaxation of visa rules for Georgia and Taiwan

Visa policy - 26-10-2010 - 16:22
Committee : Civil Liberties, Justice and Home Affairs
Georgian citizens will be able to obtain EU entry visas more easily and Taiwanese nationals will need no visa at all to enter the EU, under proposals supported on Tuesday by the EP Civil Liberties Committee. MEPs also gave their backing to an agreement with Tbilisi on the readmission of irregular immigrants. These measures will be put to the vote at Parliament's November plenary session in Brussels.
The visa accord with Georgia will simplify the documents required for Georgian nationals who wish to obtain an EU visa.  A decision on whether or not to issue a visa will have to be taken within 10 days of the application's being lodged and the fee charged will be €35. Some people will require no visa, such as students, journalists and people taking part in cultural, artistic, scientific and sports events.
 
The Civil Liberties Committee approved the agreement on the basis of a report by Nathalie Griesbeck (ALDE, FR) which was adopted overwhelmingly, with only one vote against. A second report by the same MEP, approved by 42 votes to 6, backs a separate agreement on the readmission of irregular immigrants.  On the basis of complete reciprocity, Georgia and the EU will have to take back any of their nationals who are in an irregular situation as well as nationals of third countries and stateless persons where it is proved that the person holds a visa for the signatory state or has resided or transited through that state.
 
The two agreements will enter into force a month after ratification by both parties.



ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის წევრებს შორის ვიზების გამარტივებას მხარს უჭერს
 თბილისი 10:01 - 27.10.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
         ამობეჭდვა4  ზომა: 
ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვიზების გამარტივებას მხარს უჭერს.ევროპარლამენტის თავისუფლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა 27 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შესახებ 17 ივნისის გადაწყვეტილება მოიწონა.
ამის შესახებ ევროპის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ევროპარლამენტი მხარს უჭერს თბილისთან შეთანხმებას, რაც არასტანდარტულ მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. დოკუმენტი პირველ ნოემბერს ევროასამბლეის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა.
შეთახნების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის წარდგენის საფასური 60-დან 35 ევრომდე შემცირდა. ამასთან, გადაწყვეტილება ვიზის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში.
ჟურნალისტებსა და კულტურული სფეროს მოღვაწეებს ვიზა საერთოდ არ დასჭირდებათ.
ევროპარლამენტის თავისუფლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმებაც მოიწონა. პირველ ნოემბერს ბრიუსელში ამ შეთანხმებასაც უყრიან კენჭს
.